როგორც მოგეხსენებათ თბილისში გახსნილია MCP კლუბი, სადაც განიხილება ბევრი საინტერესო თემა ინფორმაციული ტექნოლოგიების კატეგორიიდან. ამჟამინდელ ეტაპზე კლუბში მხოლოდ სერვერული და ქსელური მართვის თემები განიხილება, თუმცა წამოიწია იდეა, რომ დეველოპერთა სამყაროც არ ჩამოვრჩეთ და აგრეთვე შევუერთდეთ ჩვენს თანამოძმე "IT შნიკებს".
MCP Club - ის ორგანიზატორთა მიერ გამოყოფილ იქნა რესურსი, ამ ბლოგის სახით, რომელიც გვაძლევს პირველ ნაბიჯს იმისკენ, რომ დეველოპერებმაც შევძლოთ ერთად შეკრება, საინტერესო საკითხების განხილვა და სამუშაო გამოცდილების გაზიარება. დასწრება და მონაწილეობის მიღება არც შეზღუდულია და არც ფასიანი. რაც უფრო მეტი ვიქნებით მით უკეთესია ჩვენი იდეის განვითარებისთვის.
არ ჩამოვჩეთ სხვა ცივილიზებულ ქვეყნებს. წამოვწიოთ Microsoft - ის საფეხური მაღლა ჩვენს ქვეყანაშიც.